17-06-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022 წლიდან ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ავტორიზაციას და ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს.
2022 წლის 1 ივლისიდან იწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე:
რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძველს, ვიდრე დაწესებულება გაივლის ავტორიზაციას კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველი ერთიანი ბაზა შეიქმნება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://preschoolregistration.emis.ge
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზის – +995 322 200 220 ან ოფიციალური გვერდის – https://www.facebook.com/MESGeorgia/ – მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა და თითოეული ბავშვის სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფის მხარდაჭერა წარმოადგენს. აღნიშნული რეფორმის შედეგად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სისტემაში შესვლის პროცესი რეგულირებადი გახდება, კერძოდ, ყველა დაწესებულება, რომელიც გამოთქვამს მზაობას, დაიწყოს საქმიანობა აღნიშნულ სფეროში, დაექვემდებარება სავალდებულო ავტორიზაციას, რაც მომსახურების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ინსტიტუციების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული სერვისის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას.
გარდა ამისა, ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში: