გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში დაპატიჟა გოშევსკა, ყველაზე მტრულად განწყობილი პოლიტიკოსი ჩვენი ქვეყნის მიმართ და შუაგულ თბილისში, ამხელა ფორუმზე პირადად ბიძინა ივანიშვილი გაალანძღინა

17-06-2022

„განა ზურაბიშვილმა არ იცოდა, რომ გოშევსკა ვანო მერაბიშვილსაც პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებდა და მასთან საკანშიც იყო შესული? ცხადია იცოდა, მაგრამ ჯიუტად ჩამოიყვანა საქართველოში რომ ამ ვიგინდარას ბიძინა ივანიშვილისთვის ეგინებინა“- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„სალომე ზურაბიშვილის უკიდურესი მავნებლობის მორიგი გამოვლინება - ქალმა ქვეყანაში დაპატიჟა გოშევსკა, ყველაზე მტრულად განწყობილი პოლიტიკოსი ჩვენი ქვეყნის მიმართ და შუაგულ თბილისში, ამხელა ფორუმზე პირადად ბიძინა ივანიშვილი გაალანძღინა...

 

განა ამ მავნებელმა ზურაბიშვილმა არ იცოდა, რომ გოშევსკა ვანო მერაბიშვილსაც პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებდა და მასთან საკანშიც იყო შესული? ცხადია იცოდა, მაგრამ ჯიუტად ჩამოიყვანა საქართველოში რომ ამ ვიგინდარას ბიძინა ივანიშვილისთვის ეგინებინა. სალომე, ქვეყნის მტერი ხარ !“- წერს ქადაგიძე.