გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პოლონელი ექსპერტი: თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ოპოზიცია ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს - უკრაინის ევრომაიდანის ანალოგია მომდის თავში, საქართველოში წინ საინტერესო დღეები გველის

17-06-2022

თუ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, ხოლო საქართველო - არა, ქართველები ქუჩაში გამოვლენ, - განაცხადა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში პოლონელმა ექსპერტმა, გამოცემა Nowa Europa Wschodnia-ს ჟურნალისტმა, ვოიცეხ ვოიტასევიჩმა.


„ოპოზიცია ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. უკრაინის ევრომაიდანის ანალოგია მომდის თავში. ასევე ე.წ გავრილოვის ღამის მესამე წლისთავი. ვგრძნობ, რომ წინ საინტერესო დღეები გველის საქართველოში, რამაც გასაკვირი ცვლილებები შეიძლება მოიტანოს ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა პოლონელმა ექსპერტმა.