გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსის თაუერსი გაიხსნა

17-06-2022

საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბითა და მნიშვნელობით, გამორჩეული არქიტექტურის, უნიკალურად დატვირთული ფუნქციების მქონე „აქსის თაუერსი“ გაიხსნა. „აქსის თაუერსის“ პროექტში დაახლოებით 150 000 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 60 000 000 დოლარს შეადგენს.

 

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელბაში,  როგორიც „აქსის თაუერსის მულტიფუნქციური კომპლექსია. რომელიც მოიცავს: დეველოპმენტის ხუთ მიმართულებას: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ აქსის თაუერსი არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, ამასთანავე გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება, რომელიც არის ეკონომიკურად გამართული და მდგრადი, დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, ძალიან საინტერესო სივრცეს ტურისტებისთვის,ბიზნესებისთვის. მინდა მივულოცო კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

პროექტის შესახებ:

შენობის არქიტექტურული კონცეფცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:ეს არის ორი იდენტური ცათამბჯენი, ტყუპი კოშკები. კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.  აქსის თაუერსი ჯამში შედგება 41 სართულისგან, აქედან 4 მიწისქვეშაა, ხოლო 37 მიწის ზემოთ. სიმაღლეში სულ -147 მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო.

 

კონსტრუქცია

უნიკალურია „აქსის თაუერსის" კონსტრუქციაც, რომელიც ზედხედში მოგვაგონებს საათს. მისი ძირითადი კომპონენტებია ბირთვი და ციფერბლატივით განლაგებული თორმეტი მასიური პილონი. რთული საინჟინრო გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია ხიმინჯების სისტემა, რომელთა სიღრმე, ძირითად შემთხვევებში 30 მეტრს აღემატება. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხიმინჯების საერთო სიგრძე  კი 18 კმ-ს აღემატება.

 

მრავალფუნქციურობა

„აქის თაუერსში“ თავმოყრილია დეველოპმენტის ხუთი მიმართულება: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები.  აქ მაცხოვრებელ, მომუშავე ან დამსვენებელ ადამიანს არ სჭირდება გარეთ გასვლა უმაღლესი ხარისხის მომსახურების მისაღებად, სავაჭროდ, გასართობად და სხვა. ეს არის ერთგვარი შენობა-ქალაქი ქალაქში.

 

ინფრასტრუქტურა

აღსანიშნავია ის, რომ აქსის თაუერსი საკუთარ ტერიტორიაზე ქმნის საჯარო სივრცეს საფეხმავლო ქუჩას. ცნობილია, რომ თბილისს აკლია საფეხმავლო ქუჩები. ასეთები მხოლოდ ძველ თბილისში გვხვდება. „აქსის თაუერსის“ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს ქალაქს. აქ განთავსდება 7 რესტორანი და 2 ღია ბარი, კოქტეილ და ღვინის ბარები, რომელიც ერთგვარ გასტრონომიულ მოგზაურობას სთავაზობს აქსის თაუერსის სტუმრებს და წარმოადგენს კომპლექსის რეკრეაციული ზონის შემადგენელნაწილს.

 

მიწის ქვეშ განლაგებული ოთხი სართულიდან ერთი სრულად ეთმობა სავაჭრო ცენტრს. 3 მიწისქვესა სართულზე კი განთავსებულია ვტოსადგომი 500 მანქანაზე.

 

აქსის თაუერსს ჯამში ემსახურება Mitsubishi-ს 33 ჩქაროსნული ლიფტი და 6 ესკალატორი. კომპლექს აქვს 16 დამოუკიდებელი გასასვლელი რაც ხელს უწყობსშიდა ნაკადების დამოუკიდებელ მოძრაობას, ერთმანეთთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფუნქციური კომპლექსისთვის.