17-06-2022
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ელექტრო გაყვანილობა, კარ-ფანჯრები. უკვე აშენდა საქვაბე, დასრულების პროცესშია ცენტრალური გათბობის სისტემა. სამზარეულოსა და სველ წერტილებში კედლები და იატაკი ფილებით მოეწყო, მიმდინარეობს შეკიდული ჭერის, შიდა და გარე პერიმეტრის ლესვითი სამუშაოები.
შენობაში გათვალისწინებულია ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
პროექტს შპს „მშენებელი“ ახორციელებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 326 001 ლარით დაფინანსდა.
საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ.