გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ონში სტიქიით დაზიანებული ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზიანის დამდგენი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

17-06-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის ხელმძღვანელობით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზიანის შემსწავლელი/დამდგენი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დროებითი სამუშაო ჯგუფი პირადად უწევენ მონიტორინგს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას და არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობით და მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირებით, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობის დათვლას და მონაცემების შეჯამებას განახორციელებენ.