გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბიძინა გიორგობიანი: დღევანდელი გადაწყვეტილება გათვლილია შიდა პოლიტიკურ შოკზე, რაც არ უნდა დაუშვას საქართველომ და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ

17-06-2022

ომში ჩართული, კორუმპირებული უკრაინის და СНГ წევრი არანაკლებ კორუმპირებული მოლდოვისათვის თანხმობა და EU- დან შორს მდებარე საქართველოსთვის უარი, ძალიან წააგავს 2008 წელს MAP-ის უარს, რასაც შედეგად საქართველოს დანაწევრება მოჰყვა“, - ასე ეხმიანება ბიძინა გიორგობიანი ევროკომისიის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას.

 

მისივე განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება გათვლილია შიდა პოლიტიკურ შოკზე, რაც არ უნდა დაუშვას საქართველომ და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ.

 

„ევროკომისიის რეკომენდაცია სავარაუდოდ უცლელად აისახება დადგენილებაში. ომში ჩართული, კორუმპირებული უკრაინის და СНГ წევრი არანაკლებ კორუმპირებული მოლდოვისათვის თანხმობა და EU- დან შორს მდებარე საქართველოსთვის უარი, ძალიან წააგავს 2008 წელს MAP-ის უარს, რასაც შედეგად საქართველოს დანაწევრება მოჰყვა. დღევანდელი გადაწყვეტილება გათვლილია შიდა პოლიტიკურ შოკზე, რაც არ უნდა დაუშვას საქართველომ და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ. ასევე არ უნდა დავუშვათ EU ღირებულებებიდან გადახვევა, რაც ისტორიულად ჩვენს ორიენტირს წარმოადგენს. უსამართლობა ჩვენი ისტორიის თანმდევია, მაგრამ უსამართლობას ქართველი არასოდეს შეუცვლია. პ.ს. დავიმახსოროთ ყველა “პარტია” და ყველა მზობელი, ვისაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება გაუხარდა და ზეიმობს“,- წერს ბიძინა გიორგობიანი facebook-ზე.