გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანდრია გვიდიანი: ბოდიში, მაგრამ ჩვენ ევროპა ცოცხლებს გვინდა და არა მკვდრებს; სიკვდილით მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის

17-06-2022

„ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ "უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ", იმის დასტურია, რომ თურმე სისხლისღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი ევროკომისიის დასკვნას.

 

მისი თქმით მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც სასიხარულოა.

 

„ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ "უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ", იმის დასტურია, რომ თურმე სისხლისღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ევროკავშირის მიერ დადასტურებული კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო უკრაინასაც და მოლდოვასაც უსწრებს, თურმე არაფერს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს მსჯელობა მიუღებელთან ერთად, ამორალურიც არის. ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად "მოვკვდეთ";

 

ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება სიცოცხლეა; ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის მშვიდობა ყველაზე დიდი ფასეულობაა; ბოდიში, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოში სისხლი უკვე დაიღვარა; ბოდიში, მაგრამ ჩვენ ევროპა ცოცხლებს გვინდა და არა მკვდრებს!!!; ბოდიში, მაგრამ სიკვდილით მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის; P.S. - მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც სასიხარულოა. საქართველო აუცილებლად გამონახავს გზებს, რომ მშვიდობით (და არა სისხლით!!!) გახდეს ევროპის ღირსეული ნაწილი“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.