გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბორჯომი-ბაკურიანის მატარებლის ბორბლები მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა.

27-11-2017

ბორჯომი-ბაკურიანის მატარებლის (ე.წ. კუკუშკას) ბორბლები მოძრაობისას" რელსებიდან გადავიდა.

შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია.

ფოტოები ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო, რომელიც ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ მოქალაქეებმა 3 კმ მანძილი ფეხით გაიარეს.

მატარებელში 12 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც  ზამთრის კურორტზე დასასვენებლად მიდიოდნენ.

რელსებში ჩავარდნის შემდეგ მატარებელმა ინერციით რამდენიმე მეტრი გაიარა, გადასასვლელ ხიდამდე კი 15 მ იყო დარჩენილი.

ფაქტი 2017 წლის 23 ნოემბერს მოხდა. მიზეზებს გამოძიება ადგენს.

შეგასენებთ, რომ ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი, რელსებიდან 2017 წლის ივნისშიც გადავიდა. მანამდე, 2016 წლის თებერვალში, მატარებლის ბორბლები ერთ გასვლაზე ორჯერ ჩავარდა.

2016 წლის 18 თებერვალს მატარებლის გამცილებლებმა პირველ ჯერზე ბორბლები ადგილზე დააბრუნეს, მეორედ კი - ეს ვეღარ შეძლეს.


წყარო: საინფორმაციო ცენტრი ,,შიდა ქართლი''