ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
აჭარაში 2022 წელს კენკროვანი კულტურის ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება

18-06-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალი" პროექტის ფარგლებში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს გაეცნო.


გვარაში მოწეული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. დასაქმებულია 30 ადამიანი.


2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 91 ფერმერს დაუფინანსდა კენკროვანი კულტურის, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება,  ლურჯი მოცვი 27.4 ჰა ფართობზე მოეწყო.


2022 წელს კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება.