გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით მათიკაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე: გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო

18-06-2022

„ქართული ოცნების“ წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


„ამ ძალიან უსამართლო რეზოლუციის შემდეგ სულ ვამბობდით, როდესაც ევროკომისია იმუშავებს, მოლოდინი გვქონდა გადაწყვეტილება იქნებოდა სამართლიანი. გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. გადაწყვეტილების მიმღები პირები თუ გაითვალისწინებდნენ სწორედ იმ გზას, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გაიარა, თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვის 30 საუკუნეა იბრძვიან ქართველები, ევროპის ნაწილები რომ უნდა გავხდეთ ქართველები, შინაგანად ეს ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, ევროპის მხრიდან ახლა მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისაღები", - განაცხადა მათიკაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, რადგან ამას ქვეყანა აბსოლუტურად იმსახურებდა.
„თუ ტექნიკურ ადგილს დავუბრუნდებით საქართველო ტრიოსთან მიმართებით პირველ ადგილზე იყო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.


ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.