გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ისევე ფუჭად დასვრიან, როგორც გიორგი მარგველაშვილი და გიორგი გახარია დასვარეს; ყველამ დაინახა, რომ ცალ-ცალკე ან თუნდაც ერთობლივად ამ სამ ფიგურას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს

18-06-2022

აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც სააკაშვილის ფრთასთან წლებია მჭიდრო კავშირში არიან და სურთ ნებისმიერ ფასად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა, მორიგ ფიასკოს იწვნევენ. მათი ნებისმიერი ხრიკი თუ დესტრუქციული პოლიტიკური ტექნოლოგია განუხორციელებელია ჩვენს ქვეყანაში - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

"აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც სააკაშვილის ფრთასთან წლებია მჭიდრო კავშირში არიან და სურთ ნებისმიერ ფასად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა, მორიგ ფიასკოს იწვნევენ.

 

მათი ნებისმიერი ხრიკი თუ დესტრუქციული პოლიტიკური ტექნოლოგია განუხორციელებელია ჩვენს ქვეყანაში. სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი მშვიდობის პარტიას, "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, ფუჭია ყველა ვერაგი გეგმა. საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ისევე ფუჭად დასვრიან, როგორც თავის დროზე გიორგი მარგველაშვილი და გიორგი გახარია დასვარეს.

 

ყველამ ნათლად დაინახა, რომ ცალ-ცალკე ან თუნდაც ერთობლივად ამ სამ ფიგურას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და ვერც ექნება. მშვიდობა და განვითარება საქართველოს!" - წერს აბაშიძე Facebook -ზე.