გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით მათიკაშვილი: ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას

18-06-2022

ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას, რაც შეეხება სტატუსს, ტრიოს სამივე ქვეყანას დაუწესდა შესაბამისი ვალდებულებები და რეკომენდაციები - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავთ მათიკაშვილმა „პალიტრანიუსია“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, წამახალისებელი ფუნქცია სწორედ იმ დამაჩქარებელი მოვლენების გამო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, მიენიჭა უკრაინას, რომელიც საშინელ ომშია გახვეული და იბრძვის დღეს რუსეთს წინააღმდეგ და მოლდოვა, რომელიც ეკონომიკურად დაზარალდა, პლიუს ამას, მასთან არის ძალიან დიდი რაოდენობა უკრაინელი ლტოლვილების.

 

„ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია შედგებოდა ორი ნაწილისგან - ევროპული პერსპექტივა და სტატუსი ევროკავშირის წევრობაზე. ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამვე ქვეყანას, რაც შეეხება სტატუსს, ტრიოს სამივე ქვეყანას დაუწესდა შესაბამისი ვალდებულებები და რეკომენდაციები და ევროკავშირის მხრიდან სავსებით ლოგიკური და ახსნადი შემდეგი ნაბიჯი - წამახალისებელი ფუნქცია სწორედ იმ დამაჩქარებელი მოვლენების გამო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, მიენიჭა უკრაინას, რომელიც საშინელ ომშია გახვეული და იბრძვის დღეს რუსეთს წინააღმდეგ და მოლდოვა, რომელიც ეკონომიკურად დაზარალდა და პლიუს ამას, მასთან არის ძალიან დიდი რაოდენობა უკრაინელი ლტოლვილების.

 

მათ უთხრეს - დღესვე სტატუსი და ამავდროულად შეასრულე ყველა ეს ვალდებულება, საქართველოს უთხრეს - შეასრულე ვალდებულება და გექნება სტატუსი. ამ ალგორითმს გააჩნია თავისი ახსნა, რომელიც მეტნაკლებად ყველაზე უფრო კარგად გადმოგვცა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონიმ თქვა, რომ საქართველო გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად იმყოფება სხვაგან“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.