გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქობულეთში მიმდინარე წელს 5 საბავშვო ბაღი აშენდება, 20 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

18-06-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად სოფელ ლეღვაში,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. ქობულეთში 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარებს.


მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ზენითის საჯარო სკოლის ახლად აშენებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა. სპორტული დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც მოზარდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში კომპლექსურად მომზადების შესაძლებლობას მისცემს.


2022 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში, 20 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება.