20-06-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორილევან უჯმაჯურიძე მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის კოპერირებული პროგრამის (ECPGR) წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების მმართველი კომიტეტის მეთექვსმეტე სხდომას დაესწრო, სადაც გენეტიკური რესურსების კონსერვაციის, მართვისა და მდგრადი გამოყენების საკითხებზე, ასევე მე-X ფაზის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის ქვეყნების კოპერირებული პროგრამა 1980 წლიდან მოქმედებს, რომლის მიზანიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების გრძელვადიანი კონსერვაციის და ევროპის ქვეყნებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფაა. საქართველო, 2019 წლიდან, ECPGR-ის ოფიციალური რეგისტრირებული წევრია, რომელიც წარმოდგენელია ვაზის, ხეხილოვანი კულტურების, ხორბლის, სამარცვლე პარკოსნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების დოკუმენტაციების ჯგუფებში.
ECPGR-ისმე-XI ფაზა ევროპისგენეტიკური რესურსების გენბანკების ინტეგრირებული სისტემის(AEGIS) მეშვეობით ევროპული კოლექციების უნიკალურ გენეტიკურ რესურსებზე ეფექტიან წვდომას, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების (EURISCO) კატალოგში მცენარეთა მორფოლოგიური დახასიათებების და საპასპორტო ინფორმაციის განახლებას, კულტურათა ველური სახეოებების in situ კონსერვაციისა და გამოყენების გაუმჯობესებას და მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპულ თავისუფალ ალიანსში (FA) ქვეყნების გაწევრიანებასითვალისწინებს.
შეხვედრაზე, სადაც ევროპის 30-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, საერთაშორისო ექსპედიციების განხორციელებასა და საერთაშორისო პროექტებში საქართველოს აქტიურად ჩართულობის საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძე შვედეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და ნორდგენის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკისსამუშაო პროცეს გაეცნო,სადაც 35 000-ზე მეტი თესლის ნიმუში ინახება. მან, ასევე, დახურულ და ღია გრუნტში განთავსებული, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ჯიშების კოლექციები დაათვალიერა.