20-06-2022
“ახლა ჩვენ რომ გვმართავს ვიღაც ბიძინა ივანიშვილი და მისი რაღაც ბანდა, რომელიც იქ ზის სადღაც პარლამენტში და უბრალოდ იმიტომ არის იქ, რომ ალბათ ძალაუფლების და ფულის მოხვეჭა უნდათ, ეგეთი ხალხი კიარა მეფეები და იმპერატორები ჩამოუგდია ხალხს. იგივე საფრანგეთში მოხდა, ოღონდ ეს ყველაფერი არ ხდება ისე, გამოვალ, ფეისბუქზე დავაყენებ რაღაც უკრაინის “ფრეიმს” და თავისუფლების “ფრეიმს”, მერე დავწეროთ დიდება თავისუფლებას და “ვსიო” (მორჩა.რედ.) უნდა დაისვარო ხელები! სუფთად არ ხდება” – განაცხადა მარიამ გულედანმა ტვ პირველის გადაცემაში “პირველი ხაზი”.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რითი უნდა დაისვარო?
“სისხლით თქო ხომ არ ვიტყვი? მაგას ვერ ვიტყვი ვერანაირად, მაგრამ, რაღაცა უნდა გააკეთო. ასე დგომით და პლაკატის ჭერით არაფერი არ იცვლება” – უპასუხა მომღერალ აჩიკო გულედანის შვილმა მარიამ გულედანმა.