გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური რაგბის გუნდ „არმიას’’ უმასპინძლებს

4-06-2018

მიმდინარე წლის 5 ივნისს, 12 საათზე,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უმასპინძლებს რაგბის გუნდს ’’არმია’’, რომელიც ამიერიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პატრონაჟის ქვეშ იქნება.

 

გუნდის წევრები გაეცნობიან მათ ახალ დამფუძნებლებს და განიხილავენ სამომავლო გეგმებს.

 

შეხვედრას დაესწრება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები, ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი აბუსერიძე, აიპ ’’არმიას’’კლუბის პრეზიდენტი, ირაკლი სულთანიშვილი, გუნდის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელწიფო სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები.