გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

21-06-2022

ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო, კატარში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის და კატარის პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვდრის ძირითადი განსახილველი საკითხები. 


აღინიშნა დღეისთვის ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.


 მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე.


შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვისთვის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.


 ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის.