გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

21-06-2022

საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ფინანსურ ცენტრად  გადაქცევის პერსპექტივები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდმა, რომელიც დოჰაში პრემიერის ეკონომიკურ ფორუმზე ვიტის ფარგლებში გაიმართა. 


შეხვედრაზე აღინიშნა  ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მზადყოფნა გამოითქვა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განვითარებისთვის.პრემიერის თქმით, საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. 
ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის საინვესტიციო საზოგადოების თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.