გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსული «გაზპრომი» ცხინვალის რეგიონში 100-ვე პროცენტით დამკვიდრდა

5-06-2018

რუსული “გაზპრომი” კომპანია “გაზპრომ-სამხრეთ ოსეთში” ოსური მხარის კუთვნილ წილსაც (25% - ერთი აქცია) ყიდულობს და საწარმოს აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი ხდება. გარიგების ღირებულება უცნობია.

ცხინვალი რუსულ კომპანიას მთელს ქონებასა და ყველა უფლებს გადასცემს, რომელიც გაზის მიწოდებას, ტრანსპორტირებასა და შენახვას უკავშირდება. თავის მხრივ, რუსული მონოპოლისტი ვალდებლებას იღებს, მთელი ცინვალის რეგიონის გაზიფიცირება განახორციელოს და ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 5 მლნ რუბლისა დააბანდოს.

ოკუპირებული რეგიონის გაზიფიცირება მოიცავს გაზით დაახლოებით 200 საცხოვრებელი პუნქტის უზრუნველყოფას,დასახლებულ პუნქტებს შორის 520 კმ-ზე მეტი და 370 კმ-ზე მეტი შიდა გაზსადენის მშენებლობას.

შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში მხარეები გეგმავენ, შეიმუშავონ და შეათანხმონ ცხინვალის რეგიონისთვის გაზის ტარიფების გათვლის პრინციპები, წესი და მეთოდიკათუმცა უკვე აღინიშნა, რომ “გაზპრომის” პირობების შესაბამისად, ტარიფები ჩრდილოეთ ოსეთში არსებულამდე აიწევს და კუბური მეტრი ამჟამინდელი 4,27 რუბლის ნაცვლად, 5,47ეღირება.

«გაზპრომ-სამხრეთ ოსეთი” ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ჩამოყალიბდა. მის ფუნქციებში გაზგამანაწილებელი ქსელების ექსპლუატაცია, მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება/რალიზაცია და ცხინვალის რეგიონის გაზის მეურნეობის განვითარება შედიოდა.

დე ფაქტო ხელისუფლება მოსახლეობის შეშფოთებულ ნაწილს ასე ამშვიდებს:

«საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან გაზის არარსებობის გამო ჩვენი მოსახლეობა უკანონოდ ჩეხავდა ტყეებს, რითაც ჩვენს ეკოლოგიას მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა და ამასთან, ჩვენი ტყეები სამრეწველო გამოყენებისთვის უვარგისი ხდებოდა. ახლა “გაზპრომი” მთელი სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირებას განახორციელებს. თავად ჩვენს რესპუბლიკას ამისათვის საჭირო სახსრები არ გააჩნდა, ამიტომაც “გაზპრომი” მოახდენს ინვესტირებას, სანაცვლოდ კი იგი აქციათა სრულ პაკეტსა და მთელი სამუშაოების წარმოებაზე კონტროლს მიიღებს. ამდენად, ეს სამართლიანი, კარგი გარიგებაა, რომელიც ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ხოლო ის, რომ 100%-ვე «Газпром»-ს ექნება, არავის უნდა აღიზიანებდეს: ყველას ბუნებრივი სწრაფვაა, ფლობდე საკონტროლო პაკეტს ან ყველა აქტივს. «Газпром»-ის მხრიდანაც ბუნებრივია სურვილი, ყველაფერი მის ხელში იყოს და სრულად მართავდეს პროცესს. გარდა ამისა, გაზსადენი ძუარიკაუ-ცხინვალიც «Газпром»-ს ეკუთვნის. რუსეთი ჩვენი სტრაგეგიული პარტნიორია, მოკავშირე და ჩვენი ენერგოუსაფრთხოება დაცულია, ამ მხრივ არაფრის უნდა გვეშინოდესო”.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული რეგიონის გაზიფიცირების გეგმა ჯერ კიდევ ლეონიდ თიბილოვის “პრეზიდენტობისას” - 2015 წელს დამტკიცდა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2029 წლამდე ვადითაა ხელმოწერილი.

ამჟამად გაზი ცხინვალის რეგიონში მხოლოდ ცხინვალისა და დაბა ნოგკაუსთვის (ოსური სახელწოდება) არის ხელმისაწვდომი. ცხინვალში ვარაუდობენ, რომ გაზიფიცირება დაცარიელებულ სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

accent