გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იმერეთსა და სამეგრელოში 6 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

21-06-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.


5 სამართალდარღვევა გამოავლინეს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა: ხონის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევს დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროში ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია წიფლის სახეობის 32 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).


ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს წაბლის სახეობის 3 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი და სხვადასხვა სახეობის, 26 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. ამავე მუნიციპალიტეტში გამოვლენილი მეორე სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, წიწვოვანი სახეობის 4 ერთეული მორი იყო განთავსებული.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქროს ტერიტორიიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თელის სახეობის 2 ერთეული დაუფირნიშებელი მორი ამოიღეს.


ჭიათურის მუნიციპალიტეტში კი, არარეგისტრირებული ცირკული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა ვერხვის სახეობის 7 ერთეული დაუფირნიშებელი მორი.


1 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში, მოქალაქეს, სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხში ჰქონდა განთავსებული.


ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.