გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: უკრაინის უმაღლესი რადას უპრინციპო დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ კვლავ შეგვახსენა თავი

22-06-2022

უკრაინის უმაღლესი რადას უპრინციპო დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ კვლავ შეგვახსენა თავი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას მან უტიფრად თქვა: საქართველოს ახლა ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ გთხოვთ არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ხელში - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ერთ დროს გეორგიევსკის ლენტის მოტრფიალე, უკრაინის ოლიგარქის, რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის მადიდებელი ოლექსეი გონჩარენკო ვერასდროს ვერაფერი დადებითის ეტალონი იქნება ვერც უკრაინაში და მით უმეტეს, ვერც საქართველოში.

 

„უკრაინის უმაღლესი რადას, უპრინციპო დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ კვლავ შეგვახსენა თავი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას მან უტიფრად თქვა: საქართველოს ახლა ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ გთხოვთ არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ხელში. უტიფრობა იმიტომ ვახსენე, რომ გონჩარენკოს, პოდოლიაკისა და მათნაირთათვის ზნეობა და ღირსება ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე სპონსორი. ერთ დროს გეორგიევსკის ლენტის მოტრფიალე, უკრაინის ოლიგარქის, რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის მადიდებელი ოლექსეი გონჩარენკო ვერასდროს ვერაფერი დადებითის ეტალონი იქნება ვერც უკრაინაში და მით უმეტეს, ვერც საქართველოში“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.