შაბათი, ივნისი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე, ხევში, კუბოების ყუთები ყრია

5-06-2018

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ის ყუთები ყრია, რომლითაც საზღვარგარეთ გარდაცვლილი მიცვალებულები საქართველოში გადმოჰყავთ. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

კუბოების ნაწილი ხისაა და უკვე დაშლილია, ნაწილი კი შედარებით ახალი გადაყრილია. ყუთებთან ერთად, ხევში ტანსაცმელი და სხვა ნივთებიცაა მიმოფანტული.

ახალქალაქის მერის, იური უნანიანის თქმით, მან არ იცის, სად ყრია ეს ყუთები და ამბობს, რომ ტერიტორია ახალქალაქს არ ეკუთვნის.

ნინოწმინდის დასუფთავების სამსახურის უფროსი მელსიკ ნაცაკანიანიც ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ სად ყრია კუბოს ყუთები.

droa.ge