22-06-2022
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მოლდოვის ექს-პრეზიდენტის დოდონის შინაპატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ეხმიანება და წერს, რომ საინტერესოა რა პოზიცია ექნებათ ევროპელებს ამ ფაქტთან დაკავშირებით.
როგორც ანჯაფარიძე წერს, მოლდოვის მთავრობა დოდონის დაპატიმრებას წარმატებულად მიიჩნევს.
,,მოლდოვის ექს-პრეზიდენტ დოდონს შინაპატიმრობა 1 თვით გაუხანგრძლივეს. ახლა მანაც რომ დაიწყოს სააკაშვილივით შიმშილის იმიტაცია, თავის მომკვდარუნება და ტირილი, და ითხოვოს სხვა ქვეყანაში გადაყვანა სამკურნალოდ, საინტერესოა ევროპელები რას იტყოდნენ? მოლდოვის მთავრობას მის დაპატიმრებას ხომ პლუსებში უთვლიან,’’ - წერს ანჯაფარიძე faceook - ზე.