5-06-2018
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 5 ივნისს კახეთის რეგიონში 150 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
5 ივნისს მთელი საღამოს განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 20:35 საათიდან 21:00 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში ღრუბლები ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა, რამდენიმე ათეული რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.