გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს

22-06-2022

გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.
 
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში.
 
„ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, წელს პირველად, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ მოლდოვას და უკრაინას რეკომენდაციაში, დათქმებში ჩაუწერეს საჯარო სამსახურის რეფორმა და მათ შორის, გამჭვირვალობაზეა აქ მინიშნება და ძალიან ბევრი რეკომენდაციაა ჩაწერილი, შედარებისთვის. ამ მიღწევით, ვინაიდან ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, ქვეყანა საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. რომ მეკითხებიან, რა გავაკეთეთ ჩვენ და რა მიღწევები აქვს საქართველოს, აი ეს არის კონკრეტული 10 წლის შეჯამება, გამოხატული რეიტინგებით. „ფრეიზერის" ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წამყვან 5 ეკონომიკას შორის არის, სინგაპურის, შვეიცარიის და მსგავსი ეკონომიკების შემდეგ. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჩვენ ვართ მე-18 ადგილზე ევროპაში, რაც ბევრად უფრო წინ არის ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი ქვეყანა და წამყვანი ეკონომიკა" , - განაცხადა პრემიერმა.