გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს: ყველაფერი გააკეთეს მათი ლობისტების მეშვეობით, მათი მთავარი მხარდამჭერის, ევროპის სახალხო პარტიის სამასი დეპუტატის მობილიზება შეძლეს და მიიღეს ანტი-ქართული, ანტი-სახელმწიფოებრივი რეზოლუცია, ეს გააკეთეთ თქვენ, ესაა მავნებ

22-06-2022

მათი კულმინაცია და დაგვირგვინება იყო სწორედ  მათი მავნებლური ქმედება ევროკავშირში. ყველაფერი გააკეთეს, მოახერხეს ის, მათი ლობისტების მეშვეობით და მათი მთავარი მხარდამჭერის, epp-ის, ევროპის სახალხო პარტიის სამასი დეპუტატის მობილიზება შეძლეს და მიიღეს ანტი-ქართული, ანტი-სახელმწიფოებრივი რეზოლუცია. ეს გააკეთეთ თქვენ, ეს არის მავნებლობა და ეს არის მტრობა საქართველოსი. თქვენ, წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას. ხაბეიშვილო, შენ და ყველანი. სააკაშვილის ლიდერობით თქვენ ხართ მოღალატეები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 


მისივე თქმით, ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა კაპიტულანტურ რეზოლუციას, რუსეთს მიყიდა ათეულობით სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 


„ომის შემდეგ, არსად არავითარი სამუშაო არ ჩაუტარებიათ არსად, რომ დაემობილიზებინათ საერთაშორისო თანამეგობრობა და დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის, ვინმეს რამე გახსენდებათ? არაფერი, იმიტომ რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. პირიქით, მოაწერეთ კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი, მიყიდეთ ომის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში ათეულობით სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს,  მისი გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გააუქმეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირადად მივიდა ეს მანიაკი, მასხარა კაცი საზღვარზე და პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ომის შემდეგ. დღეს ესენი მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, რუსეთს კი არა, საკუთარ ხალხს, მეგობრებო. მეორე ფრონტი გავხსნათ აქ თურმე, მათი და მათი კოლეგების უკრაინაში, მათი სურვილი იყო, საჯაროდ გამოვიდა მათი მეგობარი არახამია, დენილოვი, რომელიც არის ოფიციალურად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და მან ღიად თქვა, აღიარებითი ჩვენება მისცა ყველას, რომ მათი სურვილი იყო, ეხილათ მეორე ფრონტი საქართველოში და მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ, ეს იყო მათი ასე ვთქვათ აღიარება. ამ ყველაფრის შემდეგ, კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები, რომ ერთი - ითხოვდნენ საკუთარი ხალხისთვის დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები; მეორე ის, რომ ითხოვდნენ ჩარტერული რეისებით გაგვეშვა, მთავრობას უნდა გაეშვა მეომრები, მათი დაქირავებული მოხალისეები, რა თქმა უნდა, ტელევიზიების ფონზე. ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა, ძვირფასო ოპონენტებო,"- განაცხადა პრემიერმა.