გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს პირველად ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით

22-06-2022

პირველად წელს ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


„მსოფლიო ბანკის მართველობის ინდიკატორების ინდექსი - საქართველო ორჯერ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. ორჯერს უსწრებს მმართველობის ეფექტიანობით. ღია ბიუჯეტის ინდექსზე უკვე მოგახსენეთ, არა თუ უკრაინას და მოლდოვას, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე, პირველად წელს ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე,- განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე ისაუბრა ფრეიზერის ინსტიტურის და Heritage Foundation-ის ინდექსების მაჩვენებლების შესახებ.


„გავაგრძელებ ფრეიზერის ინსტიტურის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის მე 5 ადგილზე, უკრაიანა არის 129-ე ადგილზე მოლდოვა 66-ე ადგილზე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 26 ადგილზე მსოფლიოში გლობალური მაჩევნებელით და 18 რეგიონული მაჩვენებელი, უკრაინა არის 130 ადგილზე, მოლდოვა 78 ადგილზე,"- განაცხადა პრემიერმა.