გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ასაქმებენ თუ არა შშმ პირებს რუსთავში

5-06-2018

საქართველოში ერთერთ პრობლემას განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე პირების საზოგადოებაში საკუთარი თავის რეალიზება და დასაქმება წარმოადგენს.

კვლევების თანახმად, დასაქმებული შშმ პირების ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულს წარმოადგენს. 

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რუსთავში შშმ პირთა დასაქმების მხრივ. როგორც ააიპ-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დირექტორი ნანა ზერეკიძე აღნიშნავს, ცენტრისთვის განასკუთრებულ საჭიროებათა მქონე პირების დასაქმების მიზნით არცერთ კერძო კომპანიასა და საჯარო სამსახურს არ მიუმართავს, თუმცა მათ ცენტრშივე უზრუნველყვეს ორი ბენეფიციარის დასაქმება. 

"არასდროს არავის მოუმართავს, ჩვენ გვყავს ჩვენი საკუთარი ბენეფიციარები მერიის დახმარებით დასაქმებული ჩვენს ცენტრში, ერთი არის ძიძის თანაშემწედ ერთი მზარეულის თანაშემწედ. სხვას არასდროს არავის მოუმართავს. არიან ისეთები, რომელთაც გონებრივი რესურსი აქვთ, არიან ისეთები, ვისაც ფიზიკური რესურსი აქვთ  და შეიძლება ამის გამოყენება, მაგრამ ჯერჯერობით არავის არ მოუმართავს",- აცხადებს ნანა ზერეკიძე.

IDFI-ის მიერ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, შშმ პირებს დასაქმების და საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ. 2014 წლის მდგომარეობით,  საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96 102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4%, ხოლო მათ შორის 86,2% თვითდასაქმებულს წარმოადგენდა. ქვეყნის მასშტაბით 15 წელს გადაცილებული 96 102 შშმ პირიდან კი დაქირავებით დასაქმებული მხოლოდ 4.8% – 4 571 პირი იყო. 

"ინფორუსთავი"