24-06-2022
მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ელენე ხოშტარიამ რუსეთიდან გადმორიცხული თანხებით ბინა შეიძინა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი რადიკალური ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსეთთან კავშირში მხილებულმა, გიგა მაქარაშვილმა 23 ივნისს 50 000 აშშ დოლარად თბილისში ბინა შეიძინა, რომელიც მამაზე, არტემ მაქარაშვილზე გააფორმა - ამის შესახებ postv ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე წერს.
"რუსეთთან კავშირში მხილებული პირების მიერ, დაანონსებული აქციების პარალელურად, ბინების შესაძენად დამატებითი თანხების მოძიების ფაქტი სერიოზულ ეჭვებს ბადებს" - ნათქვამია სტატუსში.