გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

24-06-2022

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული.

 

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების და ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.


შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას  საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, აწარმოონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი.


სოფლის განვითარების  სააგენტო  „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევრს, წლიურ  9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს.   პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული.


პროექტით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტები სესხებს  2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.