გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე

24-06-2022

გასულ წელს, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მე-8-ჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ  განაცხადა.გასულ წელს, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მე-8-ჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ  განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.
  
„რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. ერთს შეგახსენებთ, რომ მე გასულ წელს, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მე-8-ჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, თქვენი შეკითხვაც უადგილოა", -  განაცხადა პრემიერმა.