გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და თავად შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს

24-06-2022

ჩვენ ხშირად ვხედავთ სიყალბეს ოპოზიციაში და სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და თავად შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე იმის შესახებ, რომ მან სხვა რუსულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და თუ შეიძლება, რომ სამართლებრივად გაგრძელდეს ეს ყველაფერი.

 

მისი თქმით, თუკი ელენე ხოშტარია ახლა არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის, ეს მხოლოდ მისი ბრალია.

 

“ჩვენ ხშირად ვხედავთ სიყალბეს ოპოზიციაში და სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და თავად შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს. სამწუხაროა ჩვენს პოლიტიკაში, როდესაც სწორედ ამ სიყალბით, მორალური თამასის დადგენით, თავადაც ამ მორალურ თამასას ვერ წევენ და ვერ ძლევენ. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს ამ შემთხვევაში. თუკი ის ახლა არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის, ეს არის მხოლოდ მისი ბრალი, ვინაიდან მან ასეთი ყალბი თამასების და სტანდარტების დადგენით თავადვე ვერ დააკმაყოფილა ეს სტანდარტები. ასე რომ მას თუ უპირველეს ყოვლისა გარდა იმისა, ახლა რაც შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგას, მაგრამ ზედაპირზე და პასუხებიდან გამომდინარე რაც არის, უპირველეს ყოვლისა მან საკუთარივე სტანდარტი ვერ დაძლია“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.