ხოლო, რაც შეეხება მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს, თითოეულ მათგანს უკვე აღებული აქვს 11 900-11 900 ლარი.
მერიის მაღალი თანამდებობის პირებზე ამ დროისათვის, ჯამში 139 650 ლარია ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაცემული.
რაც შეეხება გორის საკრებულოს, 22 400 ლარი აქვს 7 თვეში ხელფასის სახით აღებული გორის საკრებულოს თავმჯდომარესაც.
ამასთან, 17 500 ლარი აქვს აღებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მარლენ ნადირაძეს და ამდენივე 17 500 ლარი მეორე მოადგილეს, კობა ბერიანიძეს.
კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებზე ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 7 თვეში გადარიცხულია 420 000 ლარი.
საერთო ჯამში საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასის სახით, 7 თვეში აღებული აქვთ 45 600 ლარი.