გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: დეპოლარიზაცია მხოლოდ მმართველ გუნდზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მეორე მხარეზეც, მეორე მხრიდან კი პოლარიზაციის ხარისხის გაღრმავების მცდელობებს ვხედავთ

24-06-2022

ოპოზიცია რატომღაც ისეთი საკითხების წამოწევას ცდილობს, რაც რეკომენდაციებში არ არის გათვალისწინებული და პირდაპირ არ არის მითითებული, შემდეგ ცდილობენ, ეს მიაბან იმ ნაწილს, სადაც წერია შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით. სულისკვეთება ნიშნავს ამ შემთხვევაში მეტწილად, რომ დეპოლარიზაციის საკითზეა პირდაპირი მინიშნება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ, დეპოლარიზაცია მხოლოდ მმართველ გუნდზე არ არის დამოკიდებული, დეპოლარიზაცია დამოკიდებულია მეორე მხარეზეც, მეორე მხრიდან კი პოლარიზაციის ხარისხის გაღრმავების მცდელობებს ვხედავთ.

 

„დეპოლარიზაცია მხოლოდ მმართველ გუნდზე სამწუხაროდ არ არის დამოკიდებული, თორემ ჩვენ გარანტირებულად ვიტყოდით, რომ ყველა საკითხს შევასრულებთ. ჩვენ ერთის გამოკლებით იმიტომ ვამბობთ, რომ დეპოლარიზაცია დამოკიდებულია მეორე მხარეზეც და მათგან სურვილს ვერ ვხედავთ, პირიქით, პოლარიზაციის ხარისხის გაღრმავების მცდელობებს ვხედავთ. თუმცა, პროცესები შეიძლება ისე წავიდეს, რომ მათაც იფიქრონ და დარწმუნდნენ, რომ თუ მართლა აკეთებს, ისინი ხომ ამბობენ, რომ ხელისუფლება არ შეასრულებს ამ პუნქტებს, რომ შეხედავენ, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა პუნქტის შესრულებას, ემუშავება ევროკომისიას, ევროკავშირს ზოგადად და ზედმიწევნით ასრულებს ყველა რეკომენდაციას, აქაც იქნებ რაციონალურად იფიქრონ და დარწმუნდნენ, რომ მათი წილი პასუხისმგებლობა იმ ერთ პუნქტთან დაკავშირებით ასაღებია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.