გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: თუ ევროპელი პარტნიორები და ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული შანსი, ჩვენი ოპონენტები უწოდებენ გაშვებულ შანსს, ამ შემთხვევაში ობიექტურობა ევროპელი ლიდერებისკენ, ანუ, ამავდროულად ჩვენსკენ არის

24-06-2022

თუ ევროპელი პარტნიორები და ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული შანსი და ჩვენი ოპონენტები უწოდებენ გაშვებულ შანსს, ამ შემთხვევაში ობიექტურობა ევროპელი ლიდერებისკენ, ანუ, ამავდროულად ჩვენსკენ არის და ეს თუ ვიღაცას სწყინს, რა გავაკეთოთ, რეალურად ეს არის ისტორიული შანსი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 მისი თქმით, რომ არა სამწუხარო ომი უკრაინაში, ეს შესაძლებლობის ფანჯარა და შანსი არავის გვეძლეოდა მოცემულ მომენტში.

 

„ჩვენ ვსაუბრობდით პროგრამაში იმაზე, რომ 2024 წლისათვის შევიტანდით განაცხადს. ომია უკრაინაში, მას ავანსად სჭირდებოდა, მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა ევროკავშირისგან და ძალიან კარგია, რომ ეს მხარდაჭერა მანაც მიიღო და მოლდოვამაც, რომელიც ასეთივე არა, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მძიმე მძიმე მდგომარეობაშია და საქართველომ მიიღო პირობა ევროკავშირს წევრობის კანდიდატობის, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც პირობებს შესარულებს. მათთვის ეს არის ისტორიული შანსი, მათი გადმოსახედიდან, მოდი ჩვენც ასე ვთქვათ, დაუჯეროთ, როგორც რეკომენდაციებში ასევე შეფასებებში და თუ ჩვენი ოპონენტების შეფასება ამას არ ემთხვევა ე.ი. ისინი არა თუ მარტო ობიექტურები არ არიან, არამედ ცდილობენ დინების საწინააღმდეგოდ სვლას, რაც ძალიან ცუდია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.