გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რაგბის სპორტულ კლუბ ’’არმიას’’ უმასპინძლა

5-06-2018

მიმდინარე წლის 5 ივნისს,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უმასპინძლა რაგბის სპორტულ კლუბს,’’ არმია’’, რომლის დამფუძნებლადაც, ამიერიდან, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განისაზღვრა.მიმდინარე წლის 5 ივნისს,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უმასპინძლა რაგბის სპორტულ კლუბს,’’ არმია’’, რომლის დამფუძნებლადაც, ამიერიდან, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განისაზღვრა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. კლუბ ‘’არმია’’ -ს პრეზიდენტმა, წევრებმა და ახალმა დამფუძნებლებმა , ასევე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დამსწრეთ სიტყვით მიმართეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თადარიგის გენერალმა, ვლადიმერ იმნაძემ, პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ‘’გენერალთა კლუბის’’ დამფუძნებელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, დავით თევზაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, აკია ბარბაქაძემ, კლუბ’’ არმიას’’-ს პრეზიდენტმა, ირაკლი სულთანიშვილმა, გუნდის ახალმა მწვრთნელმა, ლევან ცაბაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია - პატრიოტი"-ს’’ ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაჭავარიანმა, ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა, აკაკი ვაშაკიძემ.
ყველა გამომსვლელმა ხაზგასმით აღნიშნა რაგბის მიმართ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის განსაკუთრებული სიყვარული, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩვენი რაგბისტების დამსახურებაა და  იმედი გამოთქვეს, რომ რაგბის მოყვარულებს, თავისი წარმატებებით, ‘’არმიაც’’ უამრავ სიხარულს მიანიჭებს.
შეხვედრას, ასევე,  ესწრებოდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი აბუსერიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, თადარიგის გენერალი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, ‘’გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი, თემურ ლორია და კლუბის წევრები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-მაიორი, თენგიზ შუბლაძე, ‘’ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭოს’’ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

 https://www.youtube.com/watch?v=LzzI5caD4AA&feature=youtu.be