გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

26-06-2022

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჰიროიუკი მორს შეხვდა.


შეხვედრაზე, მხარეებმა მიწის სააგენტოს წინაშე მდგარიის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლედა გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი. ხაზი გაესვა სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების საკითხებში JICA-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას.


გიორგი მიშელაძემ ყურადღება სააგენტოს მთავარ ფუნქციებზე, მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე, მიწათსარგებლობის მონიტორინგზე გაამახვილა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სატელიტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რასაც შესაბამისი სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა და კვალიფიციური კადრები სჭირდება.


მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს, პირველ რიგში,კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.


შეხვედრას JICA-ს პროექტების ფორმულირების მრჩეველი იშიი ჰოძუმი და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზაქაიძე ესწრებოდნენ.