გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვიოლა ფონ კრამონი: მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად არ ღირს, მათ შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთხში - კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რის გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ

26-06-2022

„გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბულ ვითარებაში, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად არ ღირს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.


მისივე თქმით, ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის მინიმალური რამ, რის გაკეთებაც ევროკავშირს შეეძლო.


„მათ [მოლდოვასა და უკრაინას] შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთხში, როგორც ჩვენ ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში ვნახეთ. კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რის გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ, ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე“, - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.


ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.