გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ ქადაგიძე: ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ, რომ არ აყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა

26-06-2022

ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ, რომ არ აყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა. მოლდოვამ მიიღო სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა სანქციების დაწესებაზე, რაზეც პირდაპირი მუქარა მიიღო - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოლდოვას ღიად ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება.

 

მისი თქმით, რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა,რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

 

„ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ,რომ საქართველოს უწევს დანის პირზე სიარული... რუსეთი მოლდოვას პირდაპირ ემუქრება და რაც უკრაინაში ჩაიდინა იგივეს გაიმეორებს... ვინმე შეუშლის ხელს? ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა... მოლდოვამ მიიღო სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა სანქციების დაწესებაზე,რაზეც პირდაპირი მუქარა მიიღო... რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა,რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.