გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

27-06-2022

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media" ორგანიზებით, ჩინეთის ქალაქ შენჭენში, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.


ქართული ღვინის წარდგენას ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანიის Tasting Annex დამფუძნებელი რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei) უძღვებოდა. იგი გასულ წელს „Meiburg Wine Media"-ის მიერ განხორციელებული „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის" ფარგლებში შეირჩა ღვინის ოთხ პროფესიონალთან ერთად, რომლებიც, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ.


ღონისძიების წამყვანმა მონაწილეებს, დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია და თანამედროვე ინდუსტრია გააცნო. ღონისძიებაზე 9 სხვადასხვა ღვინის კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.


ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი ღვინო (ზრდა 29%).