გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

როგორი სანახავია, 20 წლის მთვრალი ქართველი გოგო რომ მიბარბაცებს 70 წლის თურქ მძღოლთან ჩახვეული

6-06-2018

"ახალციხე წითელი ფარნების ქალაქს დაემსგავსა"

პროსტიტუციასთან ბრძოლის მიუხედავად, სექსბიზნესი ქვეყანაში სწრაფად ვითარდება, რასაც არალეგალური ბიზნესისთვის დამახასიათებელი პრობლემები ახლავს, მათ შორის სამედიცინო. დღემდე პროსტიტუციის კერებად თბილ­ისი და ბათუმი ითვლებოდა, სადაც სექსბიზნესით უცხოეთის მოქა­ლაქეებიც (მათ შორის ჩინელები,­ ტაილანდელები, უზბეკები, აზერბაიჯანელები, თურქები...) იყვნენ დაკავებული, თუმცა, როგორც ირკვევა, ყველაზე რთული სიტუაცია სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, ახალციხეშია, რასაც ვალე-ახალციხის საბაჟოდან გადმოსული თურქი ტრაილერების მძღოლების დიდი ნაკადი განაპირობებს. ახლახან პოლიციამ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით კაფე-ბარებიდან 11 ქალი აიყვანა,ხოლო 60 ქალი დაჰკითხა, რის შედეგადაც ზოგიერთი კაფე-ბარი დროებით დაიხურა. ახალციხელი გურამ შუკაკიძის თქმით, სექსბიზნესმა კაფე-ბარებიდან ქუჩაში გადმოინაცვლა, რამაც მოსახლეობის პროტესტი გაამწვავა.


გურამ შუკაკიძე: - ახალციხე ნელ-ნელა­ წითელი ფარნების კვარტალს ემსგავ­ს­ება, იმ განსხვავებით, რომ იქ პროსტიტუციას აკონტროლებენ, ჩვენთან კი არავინ. ჩვენს ქალაქში პროსტიტუციას ორი მიზე­ზი აქვს - ვალესა და ახალციხის საბაჟო, საიდანაც თურქული ტრაილერები შემოდ­იან. მეძავები სწორედ მათ მძღოლებს ემსახურებიან და რადგან გამკითხავი არავინ არის, ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ სულ უფრო მეტი ქალის ჩათრევას.

ბიზნესის მთავარი ობიექტები პატარა­ თურქული კაფე-ბარებია, რომელშიც მხო­ლ­ოდ თურქი მძღოლები შედიან. იქ ქარ­თველების შესვლა აკრძალულია. 

ამ ბარების გასახსნელად თურქეთის მოქალაქეებმა პატარ-პატარა ობიექტები, მათ შორის ავტოგასამართი სადგურები შეისყიდეს და მომსახურე პერსონალად აქაური ქალები დაიქირავეს. ისინი უზრუნველყოფენ თურქი მძღოლებისთვის სექსმუშაკის მიყვანას, კაფეების მეპატრონეები კი ყველაფერს აკონტროლებენ. ყველა ბარს ემსახურება თავისი ტაქსი, მისი მძღოლი იღებს შეკვეთას, როგორი სექსმუშაკი სჭირდება კლიენტს, მერე მიდის, ქალაქში ეძებს და კლიენტისთვის მიჰყავს. შედარებით მსხვილ ბიზნესობიექტებს, თურქულ სასტუმროებს, საკუთარი მეძავები ჰყავთ, ისინი მხოლოდ რესტორნების კლიენტებს ემსახურებიან.

ჩვენთან საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. ამბობენ, რომ სამუშაოდ თურქეთში მიდიან, მაგრამ აქ რჩებიან. იმდენი არიან, მოსახლეობა ბინის გაქირავებას ვერ აუდის, ამიტომაც ძალიან ბევრმა კორპუსების ეზოებში, ავტოფარეხების თავზე ააშენა­ გასაქირავებელი ოთახები და 200-250 ლარად აქირავებენ.

ქალები კაფე-ბარებში დაახლოებით ღამის 3 საათამდე ერთობიან კლიენტებთან, მერე კი მათთან ერთად სასტუმროებში გადადიან სექსმომსახურებისთვის. კაფე-ბარებიდან მთვრალი მეძავები და მათი კლიენტები ხშირად ქუჩაში გამოდიან, სადაც მოსახლეობის თვალწინ უმსგავსად იქცევიან. მათ გამაყრუებელ ხმაურსა და ჩხუბს ბოლო არ უჩანს. 

შარშან ახალგაზრდები ერთ კაფე-ბარში შეცვივდნენ და მეპატრ­ონეს მისი დახურვა მოსთხოვეს. საპასუხოდ თავად ახალგაზრდები­ დაიჭირეს, რომელთა გათავისუფლების მოთხოვნით ქალაქში გრანდიოზული აქცია გაიმართა.


- პოლიცია რატომ არ ერევა ამ საქმეში?
- გვეუბნებიან, კერძო საკუთრება ხელშეუხებელიაო. კი მაგრამ, დედაქალაქში თუ დაიხურა სასტუმროები პროსტიტუციის აღსაკვეთად, ახალციხელებმა რა დავაშავეთ? 
წარმოიდგინეთ, როგორი სანახავია, 20 წლის მთვრალი ქართველი გოგო რომ მიბარბაცებს 70 წლის თურქ მძღოლთან ჩახვეული. საუბედუროდ, იოლ ფულს გემო ქართველი კაფე-ბარების მეპატრონეებმაც გაუგეს. შსს-მ გამოაქვეყნა, რომ ახალციხის ცენტრში ვინმე მარიამ მოდებაძის კუთვნილი კაფე-ბარები სწორედ პროსტიტუციის ადგილის გადაცემის ბრალდებით დახურეს. 

P.S. ჩვენ დავუკავშირდით მარიამ მოდებაძეს, რომელიც ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ ქალთა საზოგადოების" ხელმძღვანელია. მისი თქმით, მას ობიექტები დროებით მფლობელებისთვის აქვს მიქირავებული

.
"პოლიციამ თერთმეტი ობიექტი შეამოწმა, მათ შორის ორი ჩემია. ამ ობიექტებში ახლა რემონტი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალების ბრალეულობა ჯერ არ დაუდასტურებიათ, მე მათ ბარებს აღარ მივაქირავებ", - გვითხრა მოდებაძემ.

geoambebi.ge