27-06-2022
„მავნებლები ჩასაფრებულები იყვნენ, რომ საქართველოს გაეტარებინა ტვირთი და აეტეხათ ვაი-უშველებელი, თუმცა გაუცრუვდათ იმედები და ახლა მხოლოდ იმ ფეიკით შემოიფარგლნენ, რომ ტვირთი ნამდვილად დგას ბათუმის ნავსადგურში“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერი დგას.
„მოკლედ ჩვენი "მთავარი მავნებლები" არ ეშვებიან პარაზიტობას... სანქცირებული ტვირთი ბათუმის ნავსადგურში დგასო და დაკავშირებულია ხელისუფლების მაღალჩინოსანთანო... სინამდვილეში რა მომხდარა: სანქცირებული ტვირთი გადიოდა ტრანზიტზე და საქართველომ პირიქით არ გაატარა.
შესაბამისად ტვირთი უკან დაბრუნდება... მავნებლები ჩასაფრებულები იყვნენ, რომ საქართველოს გაეტარებინა ტვირთი და აეტეხათ ვაი-უშველებელი, თუმცა გაუცრუვდათ იმედები და ახლა მხოლოდ იმ ფეიკით შემოიფარგლნენ, რომ ტვირთი ნამდვილად დგას ბათუმის ნავსადგურში... არა რა გვარამიას ხელი დაგაკლდათ ნამდვილად, "ფეიკებიც" აღარ გამოგდით“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.