გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პირველად საქართველოში ლაშქრობის გლობალური პროექტი „HIGHLANDER“გაიმართება

28-06-2022

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმზე მომუშავე შიდა და შემომყვან ტურისტულ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრაზე სალაშქრო პროექტ „HIGHLANDER სვანეთი, საქართველოს“ გაეცნენ. „HIGHLANDER Adventure” გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. პროექტი წელს პირველად საქართველოში, სვანეთში მოეწყობა.


ლაშქრობა 25-27 აგვისტოსბეჩოდან უშგულამდე გაიმართება.  ღონისძიებაში  ასობით ადგილობრივი და  უცხოელი მოლაშქრე მიიღებს მონაწილეობას. 


„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მხარს უჭერს HIGHLANDER GEORGIA-ს გამართვას. მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება საქართველოში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს სათავგადასავლო ტურიზმის მიმდევრებს, რომ გაიგონ მეტი საქართველოს შესახებ, გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები, როგორც ლაშქრობის ასევე სხვადასხვა სათავგადასავლო მიმართულებებით. ეს ტურისტული კომპანიებისთვის დამატებითი საშუალებაა, უფრო მრავალფეროვანი გახადონ თავიანთი პროდუქტები და შესთავაზონ ტურისტულ ბაზარს“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ყოლბაიამ.


HIGHLANDER-ის მიზანია საზოგადოებაში ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 


„HIGHLANDER-ის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში დღეს შევხვდით სათავგადასავლო ტურიზმის კომპანიებს, გავაცანით პროექტის დეტალები, დიდი იმედი გვაქვს, რომ დაინტერესდებიან თანამშრომლობით, რაც შეიძლება მეტ უცხოელ ტურისტს მიაწვდიან ინფორმაციას და  25-27 აგვისტოს ძალიან ბევრი უცხოელი მოლაშქრე გვეყოლება  სვანეთში“,-აცხადებს HIGHLANDER GEORGIA-ს მენეჯერი თევდორე მაყაშვილი.  


“HIGHLANDER GEORGIA” ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბს ბანკი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია, „შან-ლენდი“ (დაფუძნებული ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში). სოციალური მედია პარტნიორია „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“.