გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაში - Pitti Immagine Bimbo 2022 მიირეს მონაწილეობა

28-06-2022

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში - Pitti Immagine Bimbo 2022. ღონისძიება 22-24 ივნისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.


საერთაშორისო ბაიერებით დატვირთული გამოფენა ქართველი მონაწილეებისთვის წარმატებული გამოდგა. მათმა პროდუქტმა განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია - საქართველოში დამზადებული ტანისამოსის შესახებ საერთაშორისო მედიაში დაიწერა.


ქართულმა ნაწარმმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, არაბთა გაერთიანებული არაბული საემიროები, ისრაელი და ა.შ.


ქართულმა კომპანიებმა ადგილზე შეძლეს ორი შეკვეთის აღება ისრაელიდან და ალბანეთიდან. მათ ასევე ეწვია საქართველოს ელჩი იტალიაში, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე და გამოფენის დირექტორი, რაფაელ ნაპოლეონე.


Pitti Immagine Bimbo ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს. ღონისძიებაში 500-მდე საერთაშორისო ბრენდი იყებს მონაწილეობას. გამოფენას ყოველთვის ესწრებიან მსხვილი ბრენდების წარმომადგენლები და მულტინაციონალური ვიზიტორები.