გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი ტომას ილვესზე: სააკაშვილის "სულიერმა ძმამაც" ამოიღო ხმა, რომელსაც ბიუჯეტის სახსრების საკუთარ თავზე და ოჯახის წევრებზე უპრაგონოდ ხარჯვის გამოცდილებაც გადაედო, რაც ასევე არ უნდა იყოს ევროპელობის ნიშანი

28-06-2022

„ვინ არის ორმოში და რა მიმართულებით თხრის - ჯერ პირი გამოიბანოს თავის ძმაკაც, კარლ ბილდთან ერთად“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადების შესახებ.

 

„სააკაშვილის "სულიერმა ძმამაც" ამოიღო ხმა. წინა რეჟიმის დროს წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამოდიოდა ქაბაბის საჭმელად, ორთაჭალის აბანოებში საბანაოდ და მაისის შავ ზღვაში სეზონის გასახსნელად. ვერ გეტყვით, რომ ევროპელის შთაბეჭდილებას ტოვებდა ამ დროს - ვიცი რასაც ვიძახი. ნიკოლოზოვიჩისაგან ბიუჯეტის სახსრების საკუთარ თავზე და ოჯახის წევრებზე უპრაგონოდ ხარჯვის გამოცდილებაც გადაედო, რაც ასევე არ უნდა იყოს ევროპელობის ნიშანი - უფრო ღორობას წააგავს, გაუმაძღრობას, უნამუსობას, კრიმინალს. ასე რომ, ვინ არის ორმოში და რა მიმართულებით თხრის - ჯერ პირი გამოიბანოს თავის ძმაკაც, კარლ ბილდთან ერთად“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.