გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენელი, МГИМО-ელი ხოშტარია უცხოელ ნაცლობისტებთან კოორდინაციაში დაუფარავად ეწევა საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი დეზინფორმაციის გავრცელებით

28-06-2022

მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენელი, МГИМО-ელი ხოშტარია უცხოელ ნაცლობისტებთან კოორდინაციაში დაუფარავად ეწევა საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი დეზინფორმაციის გავრცელებით. ეს ყველაფერი დიდი ხანია გაცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არაა დემოკრატიული აქტივობა, ეს მტრობაა, რასაც ევროპაში ვერცერთი ოპოზიციონერი ვერასდროს გაბედავს - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის უკან დგას დავით იაკობაშვილი.

 

„რუსეთის სპეცსამსახურების პოლიტიკური დივერსანტი, ელენე ხოშტარია განაგრძობს წარმოუდგენელ უტიფრობას. რუბლებით დაფინანსებული ბედავს და თხზავს უნამუსო ტყუილებს ბათუმში ე.წ. სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემზე და მასთან ცალკეული ადამიანების დაკავშირებას. კეზერაშვილი რატომ გამორჩა ფსევდოობის ეტალონ ხოშტარიას?... მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენელი, МГИМО-ელი ხოშტარია უცხოელ ნაცლობისტებთან კოორდინაციაში დაუფარავად ეწევა საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი დეზინფორმაციის გავრცელებით. ეს ყველაფერი დიდი ხანია გაცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არაა დემოკრატიული აქტივობა, ეს მტრობაა, რასაც ევროპაში ვერცერთი ოპოზიციონერი ვერასდროს გაბედავს“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.