გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თორნიკე რიჟვაძე: დასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში

28-06-2022

ბათუმის ბულვარს პირველად მისი არსებობის ისტორიაში ექნება გენერალური გეგმა. უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი საუკუნოვან ბაღს თავისი არსებობის მანძილზე პირველად ექნება. დოკუმენტი ემსახურება ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებას და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ძველი ბულვარის კონსერვაციას, სარეკრეაციო, თემატური სივრცეების,  სანაპირო ზოლის,  სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მოწესრიგებას.


 ,,მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ და ბულვარმა დაასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ახლა ჯერი ბათუმის მუნიციპალიტეტზეა, საკრებულოზე. მინდა ვთხოვო, რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა, კონსერვაცია, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში და ეს საქმე უნდა იქნას ბოლომდე მიყვანილი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.