გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია - იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, ვერც კი იმსჯელებ, რომ გინდოდეს

28-06-2022

ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი, იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომ გინდოდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ამით უპასუხა აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.


მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მოთხოვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.


„ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი, იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომ გინდოდეს, იმდენად არარეალისტურია და ამ მოთხოვნებით საზოგადოებას ატყუებენ. ვერანაირი კონსტიტუციურ დათქმას ვერ მოძებნით, სადაც მსგავსი მიმართულებით შეიძლება იმსჯელო. ეს ემსახურება ერთადერთს, რა გეგმაც აქვთ, იმ გეგმის ფარგლებში უტოპიური, შეუსრულებელი მოთხოვნები უნდა დააყენონ იმისათვის, რომ შემდეგ ვინც აქციაზე იდგება, საზოგადოებრივი სიბრაზე გამოიწვიონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.