გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

,,ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა

29-06-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ,,ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა.  საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მიმართ,  საბაჟო კონტროლის პროცედურები 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

ამასთან, თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დროებითი რეგულაციით (საბაჟო გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე" საამშენებლო სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე), მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა და მგზავრებმა საზღვრის კვეთის პროცედურები, შესაძლებელია განხორციელონ 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს, (საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ") მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,,ვალეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო საბაჟო კონტროლის პროცედურები.